Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემი დაპატიმრებიდან ორ-სამ დღეში ხარვეზი დაუდგინა საჯარო რეესტრმა ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი, ლევან ზოდელავა მიდის რეესტრში გაყალბებული მინდობილობით და ითხოვს ამ ხარვეზის აღმოფხვრას

მარშალ პრესი 25/03/2025
jemall leonidze

დამაკავეს ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი. ჩემი დაპატიმრებიდან ორ თუ სამ დღეში ხარვეზი დაუდგინა საჯარო რეესტრმა ამ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. ვინმე ლევან ზოდელავა, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი, მიდის რეესტრში გაყალბებული მინდობილობით, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა საჯარო რეესტრში გაყალბებული მინდობილობა წარმოადგინა და ამის საფუძველზე ითხოვდა ხარვეზის აღმოფხვრას.

როგორც ლეონიძემ განმარტა, მინდობილობა მისი კომპანიის გენერალური დირექტორის სახელით იყო გაცემული, რომელიც იმ დროს არათუ თბილისში, არამედ, საქართველოშიც კი არ იმყოფებოდა. „ლევან ზოდელავა, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი, მიდის რეესტრში გაყალბებული მინდობილობით – მე რამდენიმე ტერმინს გეუბნებით, რაც არის დამტკიცებული გამოძიების მიერ – და ითხოვს ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღმოფხვრას იმ ხარვეზისას, რაც რეესტრმა დაადგინა. ეს მინდობილობა იყო ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის, მალხაზ ბაბლიძის სახელით, რომელიც 5 თუ 6 აგვისტოდან და შემდეგაც, ქალაქში, საქართველოში არ იმყოფება. თითქოს, ამ ადამიანმა, რომელიც ქვეყანაში არ არის, 6 თუ 7 აგვისტოს, მინდობილობა მისცა ისევ ჩემს თანამშრომელს ამ საქმის ხარვეზის მოსაგვარებლად.“ – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

Continue Reading

Previous: საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა
Next: სამაგალითოა “მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025