Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი – შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის “მეგობარ აქტზე”

მარშალ პრესი 24/03/2025
shalva papuashvili

მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი, ვინაიდან ეს არის უმადურობის აქტი ქართველი ხალხის, იმ ხალხის, იმ სახელმწიფოსი და იმ ხელისუფლების (ვგულისხმობ ქართული ოცნების ხელისუფლებას) რომელიც გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „მეგობარ აქტს“ ეხებოდა.

„მაშინ როდესაც ავღანეთში ნატოს წევრების უმრავლესობა სიმბოლური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი, ზოგი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი და თუნდაც ეს ბალტიის ქვეყნები, რომლებიც თითქოს იმას უყურებენ, ხმალზე ხელი როდის გაიკრან, სადაც ხმალზე ხელი იყო გასაკრავი – ავღანეთში იყვნენ 30-40 კაცით წარმოდგენილი, საქართველოს კი თითქმის 1000 და რიგ შემთხვევაში 1500-კაციანი კონტინგენტი ჰყავდა. მსოფლიოში ვიყავით მეოთხე ქვეყანა ავღანეთში ყოფნის დროს ჩვენი კონტინგენტით და დავუდექით გვერდში ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. ეს გვერდში დგომა გამოიხატა ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით, იმ სისხლით, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა დაღვარეს იქ. იცით რომ რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა ამ მისიის დროს. დაახლოებით ორ მილიარდიანი დოლარის კონტრიბუცია გვაქვს გაღებული ამ მისიისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთ აქტს აინიცირებს, ეს სხვა არაფერია თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების, საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს მშობლიურ სვანეთს – სოზარ სუბარი ლუხუმ ჩხვიმიანს
Next: გამოეფინა აგენტურა “FARA”-ც რუსული კანონიაო. ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.