Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს მშობლიურ სვანეთს – სოზარ სუბარი ლუხუმ ჩხვიმიანს

მარშალ პრესი 24/03/2025
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სპორტიდან სახელოვანი ძიუდოისტის ლუხუმ ჩხვიმიანის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ დამსახურებაზე საუბრობს, რაც სპორტსმენს ქვეყნის წინაშე აქვს. განსაკუთრებით კი, იმ წვლილზე ისაუბრა, რაც მას ახალი თაობის ძიუდოისტების აღზრდაში მიუძღვის.

„დღეს სპორტულმა სამყარომ დიდი სპორტიდან გააცილა ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი. ლუხუმი, თავისი მიღწევებით და შრომისმოყვარეობით, მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვის. აქტიური სპორტული ცხოვრების პარალელურად, ლუხუმი მონაწილეობდა ახალი თაობის ძიუდოისტების აღზრდაში, ასწავლიდა და მაგალითს აძლევდა მათ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჩემპიონი და კარგი ადამიანი.

დარწმუნებული ვარ, დღეიდან იგი კიდევ უფრო გააძლიერებს მუშაობას ამ მიმართულებით. ლუხუმ, ჩემო უმცროსო მეგობარო, წარმატებას გისურვებ ნებისმიერ ასპარეზზე, სადაც იქნები. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს მშობლიურ კუთხეს – სვანეთს,” – წერს სოზარ სუბარი.

Post navigation

Previous: 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზით ინდექსის დაარსებიდან დღემდე საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
Next: მე ამ აქტს ვუწოდე უმადური აქტი – შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის “მეგობარ აქტზე”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.