Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსული კანონი გასაჩივრებული გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში. საქმე აერთიანებს 140 სუბიექტს, ვინც დავობს ამ კანონთან დაკავშირებით. გაიგზავნა 17 ოქტომბერს და ამ დავის ფარგლებში არ მოგვითხოვია უზრუნველყოფის ამ ფორმის [კანონის შეჩერება] გამოყენება კონკრეტულ დროს

მარშალ პრესი 24/03/2025
nona kurdovanidze

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ.

„ჩვენ რუსული კანონი გასაჩივრებული გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს საქმე აერთიანებს 140 სუბიექტს, ვინც დავობს ამ კანონთან დაკავშირებით. ეს გაიგზავნა 17 ოქტომბერს და ჩვენ ამ დავის ფარგლებში არ მოგვითხოვია ამასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ამ ფორმის [კანონის შეჩერება] გამოყენება კონკრეტულ დროს“- აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძე პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ მოითხოვეს კანონის შეჩერება ევროპულ სასამართლოში მაშინ, როცა იმავე საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვეს და აღნიშნავს, რომ „ერთმანეთისგან განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების პროცედურები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურები“. „ჩვენ მივყვებით იმ პროცედურებს და მექანიზმებს, რაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო ეს კანონი შეეჩერებინა.

ამის წინა პირობები, როდესაც იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმის და პრაქტიკის გათვალისწინებით მაშინ მოვითხოვდით.“-აცხადებს საიას თავმჯდომარე. კითხვაზე, აპირებენ თუ არა და როდისთვის აპირებენ დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერებას, ქურდოვანიძე განმარტავს, როცა საჭიროდ ჩათვლიან. „ეს დამოკიდებულია იმაზე როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენ არასდროს, არც მაშინ გამოგვირიცხავს ეს შესაძლებლობა და არც ახლა გამოვრიცხავთ. როდესაც ჩავთვლით საჭიროდ მაშინ მივმართავთ შესაბამის მექანიზმებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ“-განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

Post navigation

Previous: ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, ცხოვრების დონის ისტორიულად ხანგრძლივი გაუმჯობესების ტემპით მსოფლიოს ტოპ სიაში ვართ – საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
Next: 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზით ინდექსის დაარსებიდან დღემდე საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.