Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, ცხოვრების დონის ისტორიულად ხანგრძლივი გაუმჯობესების ტემპით მსოფლიოს ტოპ სიაში ვართ – საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მარშალ პრესი 24/03/2025
gia abashidze

საერთაშორისო ინდექსებით განებივრებულ საქართველოს კიდევ ერთი წამოეწია – ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, ცხოვრების დონის ისტორიულად ხანგრძლივი გაუმჯობესების ტემპით მსოფლიოს ტოპ სიაში ვართ,- წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში. აბაშიძის თქმით, აღნიშნული კვლევა ითვალისწინებს წლების მიხედვით გაუმჯობესების პროცესის შეფასებას და არა ამჟამინდელ პოზიციონირებას. მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში საქართველო წელს 91-ე ადგილზეა.

მისივე თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ ფაქტორულ კრიტერიუმში, როგორიცაა თავისუფლება და კორუფციის აღქმა. „საერთაშორისო ინდექსებით განებივრებულ საქართველოს კიდევ ერთი წამოეწია – ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, ცხოვრების დონის ისტორიულად ხანგრძლივი გაუმჯობესების ტემპით მსოფლიოს ტოპ სიაში ვართ.

კვლევა ითვალისწინებს წლების მიხედვით გაუმჯობესების პროცესის შეფასებას და არა ამჟამინდელ პოზიციონირებას. მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში საქართველო წელს 91-ე ადგილზეა. თუმცა, სასიხარულოა, რომ შეუქცევადი გამოსწორება მდგრადია. ამას აღიარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრი გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია „გელაპთან“ პარტნიორობით შედგენილი მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში.

ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევარებმა საბაზისო 2005-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ანგარიშში ვკითხულობთ, „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და რუმინეთი“. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ ფაქტორულ კრიტერიუმში, როგორიცაა თავისუფლება და კორუფციის აღქმა. ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრს ყურადღების მიღმა არც 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესი დაუტოვებია. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთაგანია. 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე პოზიციაზე გავიდა,“- წერს გია აბაშიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი – უჩა ნანუაშვილი
Next: რუსული კანონი გასაჩივრებული გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში. საქმე აერთიანებს 140 სუბიექტს, ვინც დავობს ამ კანონთან დაკავშირებით. გაიგზავნა 17 ოქტომბერს და ამ დავის ფარგლებში არ მოგვითხოვია უზრუნველყოფის ამ ფორმის [კანონის შეჩერება] გამოყენება კონკრეტულ დროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.