Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი „გორბის” კვლევაზე: გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა

მარშალ პრესი 13/06/2022
დავით ქართველიშვილი

ამ გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო მისწრაფება და სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც „გორბის” კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება

მისი თქმით, „გორბის” მიერ ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი შედეგების ფონზე, ქვეყანაში მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის მომხრეებს შეიძლება სურდეს „ვადამდელი არჩევნების” ჩატარება

მისივე თქმით, ამ გამოკითხვამ დაადასტურა რადიკალური ოპოზიციის რეგრესის გაგრძელება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის რეალურ მოთხოვნათა საწინააღმდეგო კურსით ვითარდება საკუთარ სრულ პოლიტიკურ გაკოტრებამდე.

„გორბის” მიერ ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი შედეგების ფონზე, ქვეყანაში მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის მომხრეებს შეიძლება სურდეს „ვადამდელი არჩევნების” ჩატარება – ნუ ამის სამართლებრივ და თეორიულ შესაძლებლობის ასპექტებს საერთოდ არ ვეხები. კვლევების შედეგების მიხედვით:

მოსახლეობის 86% თვლის, რომ საქართველო იმსახურებს EU-ს კანდიდატის სტატუსს, ხოლო ამავე კითხვამ რადიკალური ოპოზიციის (მეხუთე კოლონის) აშკარად შემცირებული რაოდენობა გამოავლინა: 11%-მდე თვლის – რომ არ იმსახურებს

რადიკალური ოპოზიციის გაცილებით მეტი რაოდენობა – 29%-მდე დადებითად გამოეხმაურა ოცნების ლიდერების მიმართ სანქციების დაწესებას. ამავე კითხვამ გამოავლინა ხელისუფლების მომხრეთა მყარი რაოდენობა, ვინც უარყოფითად უპასუხა ამ კითხვას – 66%-ზე მეტი

ოცნების ლიდერების სანქცირების ქვეშ აყვანის მომხრე გამოკითხულებში, სააკაშვილის გულშემატკივართა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია – 19%, ხოლო გამოკითხულთა 64%-ზე მეტი თვლის, რომ ის სამართლიანად იხდის სასჯელს

სააკაშვილის მომხრეთა თითქმის იგივე რაოდენობა – 21%-მდე არ ეთანხმება ხელისუფლების ომის საწინააღმდეგო პოლიტიკას, ხოლო გამოკითხულთა 78%-მდე ამ სამშვიდობო კურსს ემხრობა

გაცილებით ნაკლები „გმირი” მიშისტი პასუხობს დადებითად შეკითხვას: უნდა თუ არა დავიწყოთ ომი, დასავლეთის მოთხოვნის შემთხვევაში – 11,5%. ხოლო იმ ნორმალური ადამიანების რაოდენობა, ვინც ამის წინააღმდეგია – 84%-ს აღწევს
გამოკითხულთა 70%-მდე ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ შეუერთდეს პრაქტიკული ეფექტის არმქონე სანქციებს, თუმცა ამის შერეკილ მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მაინც დიდია – 27%

ამ გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო მისწრაფება და სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა. ამ გამოკითხვამ დაადასტურა რადიკალური ოპოზიციის რეგრესის გაგრძელება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის რეალურ მოთხოვნათა საწინააღმდეგო კურსით ვითარდება საკუთარ სრულ პოლიტიკურ გაკოტრებამდე“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კელი დეგნანი თავს იკატუნებს – “მე არავინ ვიცი საქართველოში, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული”
Next: ვლადიმერ ბოჟაძე: GORBI-ის კვლევებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ,,ქართული ოცნების” პრაგმატულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.