Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანი თავს იკატუნებს – “მე არავინ ვიცი საქართველოში, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული”

მარშალ პრესი 13/06/2022
კელი დეგნანი

მე არავინ ვიცი საქართველოში, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ეს მძიმე პერიოდი თავადაც გაიარა და კარგად ესმის ის ჰუმანიტარული სიმძიმე, რაც ახლა უკრაინაშია. ელჩის განცხადებით, ამის ნიშანია ის უპრეცედენტო და გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა და ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქართველი თანაუგრძნობს მათ.

„ახლა არ არის ჩხუბისა და დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, სტაბილურობის, წარმატებისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებისთვის. ერთობა და ამ საკითხთან მიმართებაში მაინც, დაპირისპირების გვერდზე გადადება არის მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს „ძალა ერთობაშია“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

Post navigation

Previous: GORBI: გამოკითხულთა 28,5% მიიჩნევს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობაა“ დაინტერესებული
Next: დავით ქართველიშვილი „გორბის” კვლევაზე: გამოკითხვამ გამოაშკარავა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ომის საწინააღმდეგო სულისკვეთება, ასევე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.