Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 20/03/2025
4004
სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერევანში დღეს გამართული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში.
„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ნეოლიბერალური თუ ნაცური კონსტიტუციის მატარებელი სუბიექტები ჩვენი ნაკრების მისამართით ლანძღვას, ქილიკს თუ გულშემატკივრობის გაუქმებას დაიწყებენ, ასეთია მათი მოდუს ვივენდი – დაპირისპირება ყველაფერ ეროვნულთან
Next: მედიის შესახებ რეგულაციები პირველ რიგში უნდა ეხებოდეს საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად ობიექტური და დაუშვებელია პირადი შეხედულებების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.