Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ნეოლიბერალური თუ ნაცური კონსტიტუციის მატარებელი სუბიექტები ჩვენი ნაკრების მისამართით ლანძღვას, ქილიკს თუ გულშემატკივრობის გაუქმებას დაიწყებენ, ასეთია მათი მოდუს ვივენდი – დაპირისპირება ყველაფერ ეროვნულთან

მარშალ პრესი 20/03/2025
bacho odisharia

ეროვნული ნაკრები არის ეროვნული იდენტობის მატარებელი, მშვიდობიანი ფორმით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვის და სამშობლოსათვის თავდადების სივრცე, შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ნეოლიბერალური თუ ნაცური კონსტიტუციის მატარებელი სუბიექტები ჩვენი ნაკრების მისამართით ლანძღვას, ქილიკს თუ გულშემატკივრობის გაუქმებას დაიწყებენ,- წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია.

მისივე თქმით, სწორედ ასეთია ოპოზიციის მოდუს ვივენდი – დაპირისპირება ყველაფერ ეროვნულთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბიჭებთან, რომლებიც რეალურად სამშობლოსთვის ბრძოლაში არიან ჩაბმული საერთაშორისო ასპარეზზე. „ეროვნული ნაკრები არის ეროვნული იდენტობის მატარებელი, მშვიდობიანი ფორმით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვის და სამშობლოსათვის თავდადების სივრცე, შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ნეოლიბერალური თუ ნაცური კონსტიტუციის მატარებელი სუბიექტები ჩვენი ნაკრების მისამართით ლანძღვას, ქილიკს თუ გულშემატკივრობის გაუქმებას დაიწყებენ, ასეთია მათი მოდუს ვივენდი – დაპირისპირება ყველაფერ ეროვნულთან, მათ შორის იმ ბიჭებთან, რომლებიც რეალურად სამშობლოსთვის ბრძოლაში არიან ჩაბმული საერთაშორისო ასპარეზზე.

სცადეს ჩვენმა უსამშობლოებმა, როგორმე მიკედლებოდნენ ნაკრებს, შემდეგ ინდივიდუალურად დაიწყეს დაყოფა თუ ვინ იდგა “ისტორიის სწორ მხარეს”, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან ეროვნული ნაკრები არის კოლექტიური საქართველო და კოლექტიური საქართველო არ არის და ვერ იქნება ლიბერალური ან ნაც ბაბლი. ის ხალხი, ვინც თვითგამოცხადებულ “ისტორიის სწორ მხარეს” ბინადრობს, ვერც პოლიტიკურად და ვერც კულტურულად ვერ იქნება საქართველოს მხარეს, რადგან ეგზისტენციალურად მცდარ მხარეს დგას, ამიტომ ნაკრებს რომ ლანძღავენ, ეს მხოლოდ ღირებულებითი ინდიკატორია. წარმატება და გამარჯვება ჩვენ ბიჭებს დღევანდელ მატჩში,“- წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა
Next: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.