Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება – გილაური საქართველოს მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისადმი მოპარულ ფულებს

მარშალ პრესი 19/03/2025
edisher gvenetadze

ის ძირგამომთხრელი ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება. და ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა საყოველთაოდ ცნობილმა FARA-მ, რომლის ქართული ანალოგიც სულ მოკლე ხანში თავზარს დასცემს საქართველოში მყოფ აგენტ-მოღალატეებს, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც ეხმიანება ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაში 600 000 დოლარი გადაიხადა.

გვენეტაძის განცხადებით, ნიკა გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნაცმოძრაობის” დროს, რომელმაც როგორც ირკვევა, ქვეყნის ღალატის ფასად მილიონები იშოვა, ახლა კი, ქვეყნის განადგურებისთვის მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისთვის მოპარულ ფულს.

“არაფერი არ არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდებისო” ბრძანებს სახარება.
დიახ, ის ძირგამომთხრელი ანტიქართული საქმეები, რომელსაც აქ მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები აკეთებენ, გარედან ზეწოლისა და ლობირების გარეშე არ ხდება.

და ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა საყოველთაოდ ცნობილმა FARA-მ, რომლის ქართული ანალოგიც სულ მოკლე ხანში თავზარი დასცემს (უკვე დაცემული აქვთ) საქართველოში მყოფ აგენტ-მოღალატეებს.

რუსთაველზე წაღმა-უკუღმა მორბენალო ე.წ. “გულწრფელო” მოპროტესტენო, კიდევ ერთხელ გადახედეთ, ნახეთ და გაანალიზეთ. აი ეს სუბიექტი ნიკა გილაური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნაცმოძრაობის” დროს, რომელმაც მილიონები იშოვა, როგორც ირკვევა ქვეყნის ღალატის ფასად. უფრო მეტიც, ახლაც, ამ წუთებში, ეს ავაზაკი საქართველოს დაქცევა-განადგურებისთვის მტრებს უხვად უხდის ქართველი ხალხისადმი მოპარულ ფულებს, ისევე როგორც მისი ბელადი მიშა.” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: “Fara”-ს, მეშვეობით ცნობილი ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების, ავანტიურისტების თუ რადიკალების ავი ზრახვები და საქმეები საქართველოს წინააღმდეგ
Next: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დედოფლისწყაროს ახალ საფეხბურთო სტადიონზე საფეხბურთო წვრთნები მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.