Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საუბარი საქართველოს იზოლაციის შესახებ გადაჭარბებულია, მიუხედავად მტრების მცდელობისა, საქართველო წინსვლას და განვითარებას განაგრძობს

მარშალ პრესი 18/03/2025
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის გაცნობითი ხასიათის გასაუბრებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, რაიზინა დიალოგის ფარგლებში, მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე მსჯელობისთვის არაერთი მაღალი დონის პოლიტიკოსი იმყოფება ინდოეთში, მათ შორისაა მაკა ბოჭორიშვილიც. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მტრების მცდელობის მიუხედავად, საქართველო წინსვლას განაგრძობს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში Raisina Dialogue-ში მიიღებს მონაწილეობას, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში არაერთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მონაწილეობს, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ტულსი გაბარდი, რომელმაც მაკა ბოჭორიშვილთან ერთგვარი გაცნობითი ხასიათს გასაუბრება გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ის ასევე გამართვას ორმხრივ შეხვედრებს მათ შორის, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან. საუბარი საქართველოს იზოლაციის შესახებ გადაჭარბებულია, ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. მიუხედავად მტრების მცდელობისა, საქართველო წინსვლას და განვითარებას განაგრძობს!“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე
Next: “ამერიკის ხმისა” და “რადიო თავისუფლების” მავნებელი ექს-პროპაგანდისტები აღიარებენ და ეამაყებათ, რომ უცხოეთის აგენტები არიან, “სერგო ორჯონიკიძეობა” სხვა კი არაფერია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.