Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე

მარშალ პრესი 18/03/2025
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „ამერიკის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტის ია მეურმიშვილის განცხადებას ეხმიანება „ამერიკის ხმის“ დახურვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დადასტურდა ის, რაზეც წლებია საუბრობს მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ – მედია პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი „დიფ სთეითის “ მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოებში მთავრობებისა და საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენება. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ აგენტურულ საქმიანობაში ჩართული ბენეფიციარებიც ღიად საუბრობენ საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე.

“ვითომ უნებლიედ წამოსცდა, მაგაზე არ ვსაუბრობთ ამდენი წელია, რომ მედია-პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი, პროქსი-ომებისთვის გამოიყენება “დიფ სთეითის” მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებისა და საზოგადოებების წინააღმდეგ?!

თუ ძლიერი ინსტრუმენტის რესპექტაბელურობის ხაზგასმაა, რომ ბევრს დაკარგავენ “ძლიერნი ამა ქვეყნისა” ამ ძლიერი იარაღის უტილიზაციით?

მოკლედ, პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Next: საუბარი საქართველოს იზოლაციის შესახებ გადაჭარბებულია, მიუხედავად მტრების მცდელობისა, საქართველო წინსვლას და განვითარებას განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.