Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა

მარშალ პრესი 17/03/2025
mamuka mdinaradze

ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.

მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, შეუძლებელია ვინმემ პოლიტპატიმარი უწოდოს.

„ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, რომელიც მწვანე შუქს, თავისი ანტისახელმწიფოებრივი და სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურული მოქმედებებით უნთებდა – გაუპატიურებას ქალისას, კაცისას, მკვლელობას, ბიზნესის რეკეტს, ძალადობას, შიშს, ტერორს, ტელევიზიების და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და მისაკუთრებას, ამ ადამიანს, შუბლის ძარღვის გაწყვეტაც კი არ შველის , რომ პოლიტპატიმარი დაუძახო, შეუძლებელია, ის ადამიანი, როგორ ბედავს, თუ როგორ ფიქრობს, რომ ეს გააკეთოს სააკაშვილს პოლიტპატიმარი დაუძახოს, ეს მეორე შესაძლებლობაა, რაც ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს თუ ობიექტურობის განცდის მაგვარი რაღაც აქვს, მე ვერ წარმომიდგენია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება
Next: თეთრი სახლის პრესმდივანი რაფაელ გლუკსმანს დაბალი დონის ფრანგ პოლიტიკოსს უწოდებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.