Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება

მარშალ პრესი 17/03/2025
mamuka mdinaradze

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ფონდები ძალადობას ახალისებდნენ, მათი მიზანი სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც იყო. მისი განმარტებით, ნებისმიერ სახელმწიფოში, ყველანაირი სახდელი დაწესებულია დანაშაულის პრევენციისთვის და როდესაც ვიღაც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს, ეს საკუთარი ქვეყნის წინაშე ე.წ. მორალური შეფარვითი ფორმით გალაშქრებაა.

“აქ მეორე პრობლემაც არის, გარდა იმისა, რაც ითქვა დღეს. ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, ხელი შეეწყოთ ამისათვის, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, რომ დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა. ჩვეულებრივი წამქეზებლობის ფორმაა დანაშაულში, როდესაც გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა თუ იმ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით.

ყველანაირი სახდელი თუ სასჯელი, სახელმწიფოში დაწესებულია იმისათვის, რომ პრევენცია, გამორიცხვა მოხდეს ამ დანაშაულებრივი თუ ადმინისტრაციული გადაცდომის სახით ქმედების და ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, რომელიც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს.

სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის ფონდები, USAID-ი თუ სხვა გარედან დამფინანსებელი ორგანიზაციები, როდესაც ისინი ცდილობდნენ ჯარიმები გადაეხადათ. ანუ, ჯარიმას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პრევენციული მიზანი აქვს და ეს მიზანი ჩამოაშორეს – სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა და შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება ე.წ. “მორალური” შეფარვითი ფორმით. ეს არის დამატებითი ე.წ. ფაკულტატური არგუმენტი ამ სამართლებრივ ნონსენსთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, პროკურატურამ იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობა შეისწავლოს და შეაჩეროს ეს დანაშაულებრივი მოქმედება რასაც ისინი ახორციელებდნენ, დააყადაღა და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

Post navigation

Previous: ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია
Next: ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.