Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 226 ოჯახს 2 მილიონ 517 655 ლარით დაეხმარება

მარშალ პრესი 15/03/2025
483490026_1030951612420757_67893
აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 226 ოჯახს 2 მილიონ 517 655 ლარით დაეხმარება.
საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე იმსჯელეს.
ხანძრის შედეგად დაზარალებული 10 და სტიქიის შედეგად დაზარალებული 216 ოჯახის დასახმარებლად, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 2 მილიონ 517 655 ლარი გამოიყოფა. კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
ფინანსურ დახმარებას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ:
– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი – ხანძრის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი, 40 000 ლარი.
– ქობულეთის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 76 ოჯახი, 541 021 ლარი.
– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 74 ოჯახი, მილიონ 76 204 ლარი.
– ქედის მუნიციპალიტეტი – სტიქიის შედეგად დაზარალებული 47 ოჯახი, 528 139 ლარი.
– შუახევის მუნიციპალიტეტი – ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 22 ოჯახი, 283 628 ლარი.
– ხულოს მუნიციპალიტეტი – სტიქიის შედეგად დაზარალებული 5 ოჯახი, 48 663 ლარი ლარი.
2024 წელს, ამავე კატეგორიის ოჯახებს, საცხოვრებლი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 4 მილიონ 475 768 ლარის ოდენობით გაეწიათ.

Post navigation

Previous: ვაკეში 58 წლის ბიზნესმენი მოკლეს
Next: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო – ნიკა გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.