Skip to content
03/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, ნარკოტიკების გამსაღებლებზე მათ გული ძალიან შესტკივათ

მარშალ პრესი 14/03/2025
archil gorduladze

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ნარკოტიკებთან და ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლა, არაერთი ოპოზიციური ტელევიზია სპეკულაციებს ავრცელებს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან მიმართებით. მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, თავიდანვე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობების გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლებს შეეხება, ამის მიუხედავად, კონკრეტული მედია აღნიშნულ საკითხს ბინძურად იყენებს.

“როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, როდესაც გადაწყვეტილებაა მიღებული ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ნარკოტიკებთან, ნარკომოვაჭრეებთან, ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაა, ამ დროს, არაერთი “ნაცური” ტელევიზიისგან სპეკულაციები მიმდინარეობს, მათ შორის, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამყიდველებზე ძალიან შესტკივათ გული. მაშინ, როდესაც უმრავლესობის ლიდერმა შესაბამის ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობები მკაცრდება ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ, ახლა ვისმენთ, მიმდინარეობს პირდაპირ ბინძური პროვოკაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ბინძურად, ამორალურად იყენებენ ამ საკითხს.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან, განსხვავებული უნდა იყოს
Next: ამერიკის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.