Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან, განსხვავებული უნდა იყოს

მარშალ პრესი 14/03/2025
archil gorduladze

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, სადაც ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით საკითხები განიხილება, მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან დაკავშირებული“.

ასევე გორდულაძე აღნიშნავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა მორჩეს. „ჩვენი მიდგომა არის, რომ ერთი მხრივ, უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით, ამავდროულად, სხვა საშუალებები უნდა არსებობდეს ნარკოდამოკიდებულებებზე.

განსაკუთრებით მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით ერთი რამ არის, რომ რა თქმა უნდა, მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან დაკავშირებული. განსხვავებული უნდა იყოს მარიხუანასთან და კანაფთან. ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება და სპეკულაციებს თავი დაანებონ. ერთხელ მაინც შეძლონ, რომ როდესაც ქვეყნისთვის და მომავლისთვის საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს ლეგიტიმურ პარლამენტში, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში ხალხისთვის განკუთვნილი ცვლილებები ერთხელ მაინც საკუთარ თავს გადააბიჯონ, აიძულონ და არ დაიწყონ ისეთი ბინძური პროვოკაციები და ამორალური ქმედებები, რომელსაც ვხედავთ ხოლმე“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით
Next: როგორც ჩანს, ნარკოტიკების გამსაღებლებზე მათ გული ძალიან შესტკივათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.