Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში. ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი, ამიტომ ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ

მარშალ პრესი 14/03/2025
tengiz sharmanashvili

ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში, – განაცხადა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი შეფასებით, ვინც რეგულაციების გამკაცრების წინააღმდეგია, ის საქართველოს მომავლის წინააღმდეგია.

„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში. ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი, ამიტომ ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. მომხმარებლებთან დაკავშირებით არაფერი ისეთი არ მკაცრდება, მხოლოდ წესრიგდება. ისინი გარკვეულ უფლებებში შეზღუდული იქნებიან.

როგორ – ვინმე არის წინააღმდეგი, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი სკოლაში არ მივიდეს? თუ ამის წინააღმდეგი ხარ, საქართველოს მომავლის წინააღმდეგი ხარ. ვინმე არის წინააღმდეგი იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ნარკოტიკების მომხმარებელი არ მართავდეს და საფრთხეს არ უქმნიდეს ჩვენს მოქალაქეებს? ვინც ამის წინააღმდეგია, ის საქართველოს მომავლის წინააღმდეგია”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე რვა პროექტის საკომიტეტო განხილვა დღეს დაიწყება. სანქციები მკაცრდება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.

ერთ-ერთი ცვლილებით, სამართალდამრღვევს 3 წლამდე ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ხუთი წლით საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

Post navigation

Previous: IEP-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება – ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1,933 ქულით გაიუმჯობესა და უმაღლესი ადგილი დაიკავა
Next: ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მოთხოვნის გამო, „ეარ ასტანა“ ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.