Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

IEP-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება – ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1,933 ქულით გაიუმჯობესა და უმაღლესი ადგილი დაიკავა

მარშალ პრესი 14/03/2025
susi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მორიგ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება.

„ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი 2025“ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის გავლენის ყოვლისმომცველ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს.
ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება. ქვეყანა უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს.

აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვედეთს და ა.შ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული „გლობალური ტერორიზმის ინდექსით“ საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამ პერიოდში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1,933 ქულით გაიუმჯობესა და ანგარიშით გათვალისწინებულ პოზიციებს შორის უმაღლესი ადგილი დაიკავა. ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

Post navigation

Previous: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, ვინაიდან არა თუ უსამართლოა, არამედ სერიოზულად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესს
Next: ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში. ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი, ამიტომ ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.