Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება

მარშალ პრესი 13/03/2025
dimitri khundadze

 

„თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, საქართველომ, ამ ურთულეს მსოფლიოში, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავოს და სიმპტომური პოლიტიკით დაიცვას თავი.
„ფაქტობრივად, თანაბარი შანსებია ომისა და მშვიდობის. ორივე შემთხვევაში, ყველაზე მძიმე ბედი ევროპას ექნება.

პუტინი ისეთ მშვიდობას არ დათანხმდება, როგორიც ევროკავშირს სურს. რუსეთისთვის მისაღები მშვიდობის შემთხვევაში კი, ადრე თუ გვიან, ევროკავშირი დაიშლება, რაც შესაძლოა ამერიკის ადმინისტრაციამ არც კი გააპროტესტოს.
შეუთანხმებლობის და მესამე მსოფლიო ომის სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბრძოლის ველის ეპიცენტრი, დიდი ალბათობით, ევროპა გახდება, ზიანი კი მთელს მსოფლიოს შეეხება.

საქართველომ, ამ ურთულეს მსოფლიოში, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავოს და სიმპტომური პოლიტიკით დაიცვას თავი, შეინარჩუნოს მშვიდობა და ყველა შესაძლო სცენარისთვის იყოს მზად…“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება – აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი
Next: პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.