Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება – აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი

მარშალ პრესი 13/03/2025
beka davituliani

უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება – აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი გამოეხმაურა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეჩერებული სტატუსი აღუდგინა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რექტორმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, ურთიერთობა დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს.

“დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება.

ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს აქვს თავის აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება, ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები. სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების უფლებები და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები. აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს – ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით რექტორს, ვისაც რაიმე სხვა ქვეზრახვები ჰქონდა გამოჩნდება. რექტორმა შანსი სტუდენტებს მისცა, რისთვისაც კულტურის სამინისტროს პოზიციაა, რომ ვუხდით მას მადლობას.” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Continue Reading

Previous: როცა მოღალატე გახარიას უსახური თოჯინები კახა კალაძისა და სხვათა კაცობაზე ხმას იღებენ, ეს ბოროტი კომედიის ჟანრიც არაა, ეს უფრო ჭაობის ბინადართა სასოწარკვეთილი ყიყინია
Next: თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025