Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ოპოზიცია დღეს არსებობს ვირტუალურად, არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ოპოზიციას ასულდგმულებს, გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა”

მარშალ პრესი 12/03/2025
shalva papuashvili

“ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიცია საქართველოში გარე ძალების მითითებებით მუშაობს.

“ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. რაღაც ერთი-ორი საყვედური თქვეს და ხედავთ, რომ არანაირი ენერგია მათ აღარ აქვთ, არანაირი ძალა არ შერჩენიათ. ერთადერთი, რაც დღეს ოპოზიციას ასულდგმულებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი მინელდებიან, გარედან ისმის რაიმე მჭექარე განცხადება, იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ ესენი და ა.შ. სინამდვილეში, ოპოზიციას იდეები არც არასდროს ჰქონია და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით, ახლა საერთოდ იდეები არ აქვთ. ერთადერთი, ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან დღეს იყვირეთ, იყვირებენ, ეტყვიან არ იყვიროთ, არ იყვირებენ. ასე, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის გარკვეული პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის, ისინი რაღაცას იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ, ესენი რამეს იტყვიან, გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში.

მთელი ტური ჰქონდათ მოწყობილი ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში. კითხვას ვსვამ საჯაროდ, ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები? ჟურნალისტებმა გამოიკვლიონ და მიაკვლევენ, ბილეთი ვინ იყიდა, სასტუმრო ვინ გადაუხადა, იქ ნახავენ ზუსტად, ვისი მარიონეტები არიან,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
Next: ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე, ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით, ამაზე ორჯერ გამიმეორა – ყრუ კედელს ეჯახებითო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025