Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე, ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით, ამაზე ორჯერ გამიმეორა – ყრუ კედელს ეჯახებითო

მარშალ პრესი 13/03/2025
irakli kobakhidze

კონკრეტული ძალისთვის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის, ყველაფერი, რაც უკავშირდება ევროკავშირს, არის შანტაჟის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი, ეს იყო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით და ეს იყო მოლაპარაკების გახსნასთან მიმართებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ 28 ნოემბრის ცნობილი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება, მუდმივი შანტაჟის ქვეშ იყოს ქვეყანა.

„შემიძლია, გავიხსენო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა დაახლოებით 1-2 კვირაში ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ჩამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ. მან ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე. ასეთ რაღაც მითხრა – არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მისი გზავნილებიაო, ეს ჩვენი საერთო გზავნილებიაო, ისიც იყო დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ასე გამოგვიცხადა ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ამაზე ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით. ამაზე მან ორჯერ გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები – ინგლისურად ასე იყო ნათქვამი, You are hitting a brick wall, რაც რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს, აგურის კედელს ეჯახებითო, ყრუ კედელს ეჯახებითო. ასეთი იყო მისი გზავნილი, ორჯერ გაიმეორა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან მოიტანა. ეს იყო მათი დამოკიდებულება. მაშინ დაგვემუქრა რეალურად ეს ადამიანი დიფ სთეითის სახელით, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და ხელისუფლებაში დაგვიბრუნებდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც შემდეგ გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ანუ ეს ადამიანები ქვეყანას ჩართავდნენ ომში და პირდაპირ გვითხრა, რომ ჩვენ ყრუ კედელს ვეჯახებოდით. ამაზეც მქონდა მკაფიო პოზიცია და კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ ბოლომდე ვაპირებდით ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: “ოპოზიცია დღეს არსებობს ვირტუალურად, არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ოპოზიციას ასულდგმულებს, გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა”
Next: მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025