2024 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

გასულ პერიოდში, არაერთი სპეკულაცია ვიხილეთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში. ექსპერტთა ნაწილი ინვესტიციების ისტორიულ მინიმუმამდე დაცემასაც პროგნოზირებდა, – ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მეოთხე კვარტლის მონაცემს 24.4%-ით აღემატება.

ცუცქირიძის თქმით, გასული წლის მეოთხე კვარტალში, მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა, მიუთითებს ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინებზე. ფაქტობრივად, თავდაყირაა ამობრუნებული ოპოზიციურ ექსპერტთა მთლიანი ნარატივი საერთაშორისო იზოლაციაზე და ეკონომიკის ჩამოშლაზე.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, მთლიანად საგარეო დაკვეთაზე, ცრუ მოლოდინებზე და ნეგატივზე ორიენტირებულ ოპოზიციას, თუ რატომ არა აქვს რაიმე შანსი ხელისუფლებაში მოსასვლელად.

„გასულ პერიოდში, არაერთი სპეკულაცია ვიხილეთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში. ექსპერტთა ნაწილი ინვესტიციების ისტორიულ მინიმუმამდე დაცემასაც პროგნოზირებდა. აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები, ანუ რეალურად რა ზეგავლენა იქონია ოქტომბრის არჩევნებმა და არჩევნების წინა და ოქტომბრიდან მოყოლებული საპროტესტო გამოსვლებმა ინვესტორთა განწყობებზე. მით უმეტეს საპროტესტო გამოსვლების პიკიც და რადიკალიზაციაც ამ პერიოდზე მოდიოდა, მიუხედავად სებ-ის მხრიდან ბაზარზე განხორციელებული მაღალი მოცულობის ინტერვენციებისა, აჟიოტაჟური მოლოდინების გასანეიტრალებლად.

მეორეს მხრივ, სტაბილური გაცვლითი სავალუტო კურსი და გაზრდილი სავალუტო შემოდინებები, და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღემდე გრძელდება ქმნიდა წინაპირობებს, რომ საინვესტიციო ნაკადები მცირე არ იქნებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მეოთხე კვარტლის მონაცემს 24.4%-ით აღემატება.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა,წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 4.8-ჯერ გაიზარდა და მისმა მოცულობამ მთლიანი ინვესტიციების 26.9% შეადგინა.
დარგობლივ ჭრილში 2024 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში – 314.9 მლნ დოლარი, შემდეგ მოდის უძრავი ქონების სექტორი – 65.8 მლნ. დოლარით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი – 23.1 მლნ.დოლარით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი – 18.8 მლნ.

დოლარით და მეხუთე ადგილზეა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი – 15.6 მლნ. დოლარით.

ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, 2024 წელს პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.6%-ს შეადგენს, მალტა – მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13.2 პროცენტით და ნიდერლანდები – 11.4 პროცენტით

ამასთან, 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა ენერგეტიკის (გაიზარდა 2.9 ჯერ, 82.2 მლნ. დოლარით და 126.5 მლნ. დოლარი შეადგინა), უძრავი ქონების (გაიზარდა 39.7%-ით და შეადგინა 155.3 მლნ. დოლარი) და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში (გაიზარდა 27.1%-ით და შეადგინა 21.1 მლნ. დოლარი).

გასული წლის მეოთხე კვარტალში, მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა, მიუთითებს ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინებზე. ფაქტობრივად, თავდაყირაა ამობრუნებული ოპოზიციურ ექსპერტთა მთლიანი ნარატივი საერთაშორისო იზოლაციაზე და ეკონომიკის ჩამოშლაზე!
ეს ფაქტიც ცხადყოფს, მთლიანად საგარეო დაკვეთაზე, ცრუ მოლოდინებზე და ნეგატივზე ორიენტირებულ ოპოზიციას თუ რატომ არა აქვს რაიმე შანსი ხელისუფლებაში მოსასვლელად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,“- წერს გიორგი ცუცქირიძე.

გაზიარება