Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოო წერტილი დაესვა დასავლეთში დაწყებულ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას

მარშალ პრესი 12/03/2025
zaal anjaparidze

„სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, რადგანაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, მხოლოდ ერთი ეპიზოდია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც, „სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“.

მისი თქმით, „როდესაც ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება“.

„მე თუ მკითხავთ, სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, რადგანაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, მხოლოდ ერთი ეპიზოდია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში, რასაც ის პრეზიდენტობის დროს ეწეოდა და სადაც სამშობლოს ღალატის ნიშნები იკვეთება. როდესაც ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება.

სააკაშვილის და მისი გარემოცვის ფუფუნებისთვის თანხების ფლანგვა არავისთვის უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, იმდენად ხელისგულზე დევს ყველაფერი. დეტალებს აღარ მოვყვები

ნაცების და მათი სატელიტი ოპოზიციური პარტიების მიერ ისრების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა, და რუსული ფაქტორით მანიპულირება კი იმდენად გადაღეჭილი თემაა, რომ მათ მომხრეებსაც კი აღარ სჯერათ.

და ბოლოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოო წერტილი დაესვა დასავლეთში დაწყებულ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას“-წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი, მათ შორის, კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 700 000 ლარზე მეტი
Next: 2024 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.