Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ზემო სურებში მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

მარშალ პრესი 08/03/2025
482292757_1183324366721819_8694876138221628168_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მერ დავით შარაშიძესთან ერთად, სოფელ ზემო სურებში იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

,,გურიის რეგიონში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია.

ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად არის გავლადი.

ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა ჩოხატაურის სოფელ სურებთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც უკვე გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია თავისუფლად.

აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დარიგება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება გააჩნიათ.

რაც შეეხება, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს, მთელი რეგიონის მასშტაბით სრულად არის აღდგენილი მათი მიწოდება.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აქტიურად მუშაობს სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი შესაბამისი კომისია და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაუზიანდა სახლი, მაგალითად, ჩამოენგრა სახლის სახურავები, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მათ აღდგენას, ხოლო ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით”,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის – პაატა სალია
Next: ის სჯობს მოყვე, შენმა მზეთუნახავმა მიშა სააკაშვილმა, როგორ გადაგახია თავზე ნიკო ნიკოლაძის ახალი ბანკნოტები და მიწაზე კეფით გაფორთხიალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.