Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის – პაატა სალია

მარშალ პრესი 08/03/2025
paata salia

არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის, არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ, ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს „დიფ სთეითი“ და მისი წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სალიას განცხადებით, საქართველოში არის ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა, მათ აღარ დარჩათ ამომრჩეველი და სწორედ იმიტომაც ამბობენ დღეს უარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, არანაირი ნიშნები პოლიტიკური კრიზისისა ქვეყანაში არ არის, გვყავს ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა, მას დარწმუნებული ვარ აღარ დარჩა ამომრჩეველი და ფაქტობრივად, ამიტომაც ამბობენ დღეს უარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ, ხედავენ, ფაქტობრივად ამომრჩეველი მათ არ დარჩათ. ამაზე მეტყველებს ასევე ის, თუ რა ტიპის პროტესტს ვხედავთ ჩვენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს.

ეს არის წარმოუდგენელი, ამაზე ჩვენი პარტიის და ჩვენი ამომრჩევლის პოზიცია არის მყარი და ერთმნიშვნელოვანი, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება. თუ ვინმეს უნდა დაამტკიცოს, რომ ჰყავს ამომრჩეველი და შესწევს ძალა, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა კეთილი ინებონ და მიიღონ იმ არჩევნებში, რომელიც დანიშნულია შემოდგომაზე მონაწილეობა,“- განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე – არაერთი ევროპული სახელმწიფო სრულიად უსამართლოდ იქცევა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ზემო სურებში მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.