Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მარშალ პრესი 06/03/2025
04

გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევისა და მისი ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

Post navigation

Previous: ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, – ირაკლი კობახიძე
Next: ველოდებით დონალდ ტრამპის მიმართ აღშფოთებულ ევრორეზოლუციას და მის პერსონალურ დასანქცირებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.