Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 06/03/2025
irakli kobakhidze

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, მესიჯებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

„მთავარია, რომ Deep State-ისგან, „გლობალური ომის პარტიისგან“, მისი გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოო გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული.

თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. Deep State-ის და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის პირობებში თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ბალტიისპირელებს ჩანაფიქრი აქვთ ასეთი, რომ თუკი რუსეთი გაილაშქრებს ევროპის მიმართულებით, ბალტიისპირელები იქნებიან პირველი სამიზნე და სჯობს სამხრეთ კავკასიაში გაილაშქრონ
Next: გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.