Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მომავალი წლების განმავლობაში

მარშალ პრესი 05/03/2025
maka bochorishvili

 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო პროდუქტიული, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ ადამიანთან, ვინც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის რესპუბლიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში, ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნას ათვისებული.

„განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არის იმაზე მეტი, ნამდვილად, ვიდრე დღეს გვაქვს და ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის. განათლების სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც აინტერესებს უზბეკურ მხარეს და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ბევრი სხვა მიმართულება იქნა აღნიშნული, რომელიც მომავალ წლებში ჩვენი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება უზბეკეთთან. პოტენციალი უნდა იქნას ათვისებული ურთიერთპატივისცემისა და ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით,“- აღნიშნა მინისტრმა.

Post navigation

Previous: როგორ გაიპარა გიორგი ბაჩიაშვილი? – შსს განცხადებას ავრცელებს
Next: როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.