Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორ გაიპარა გიორგი ბაჩიაშვილი? – შსს განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 05/03/2025
shss

ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა  საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გიორგი ბაჩიაშვილმა სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია გ.ბ.-ს მიერ სახელმწიფო საზღვრის, სავარაუდოდ, უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: მორიგ ჯერზე მივმართავ გერმანიის ელჩს – გააკეთეთ განცხადება. თქვენი ქვეყნის მომავალი კანცლერი ამბობს, რომ დაიწყებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოძიებას, ეს რუსული ნარატივია თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში?
Next: პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მომავალი წლების განმავლობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.