Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა

მარშალ პრესი 04/03/2025
1331

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და

მთავრობათაშორისი, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას და აზიას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩვენი სურვილია ამ უპირატესობის გამოყენება.

ჩვენი თანამშრომლობა ამ მხრივაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი უნდა იყოს. ჩვენ ვაშენებთ გზებს, ასევე ვგეგმავთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას თბილისში და პორტის – შავ ზღვაზე. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ჩვენ შორის თანამშრომლობას. ეს პროექტები ხორციელდება შუა დერეფნის ინიციატივის გათვალისწინებით. ჩვენი სურვილია ამ პროექტის მაქსიმალური გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში. არსებობს სხვა სფეროებიც, რომლებშიც შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, მაგალითად, განათლება, მეცნიერება, სპორტი, კულტურა, სადაც არსებობს დიდი პოტენციალი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვება მიულოცა ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარემ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სენატში!

მინდა, მოგილოცოთ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს პირადად თქვენ და თქვენს დელეგაციას. თქვენი გამარჯვება არის თქვენი ხალხის ნდობის მტკიცებულება. ჩვენი ურთიერთობები ძლიერდება და მჯერა, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას “, – განაცხადა ტანზილა ნარბაევამ.

Post navigation

Previous: სქესსა და გენდერს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ, ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის
Next: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.