Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სქესსა და გენდერს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ, ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის

მარშალ პრესი 04/03/2025
irakli kobakhidze

სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.

„რაც შეეხება სქესს და გენდერს, არავითარი განსხვავება არ არსებობს ამ ორ ცნებას შორის, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ. ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის. სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები. როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.

რაც შეეხება NGO-ების ჩართულობის თემას, ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ იცით, რომ იყო თავსმოხვეული მოვლენა, როდესაც ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირ იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციას იმიტომ ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ის საზოგადოების გადმოსახედიდან აქტიურობს და არ არის ჩართული უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლების მხრიდან. აქ იყო ჩვეულებრივად აღრეული ეს პროცესები და შესაბამისად, ჩვენ ვაწესრიგებთ ლოგიკიდან გამომდინარე ამ ურთიერთობებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა დარჩეს საზოგადოებრივ ორგანიზაციად და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო ორგანოებმა. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელსაც დაეფუძნა ამ კანონის მიღება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ რუსუდან კოხოძე დაინიშნა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.