Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი რომ ავიღოთ, უკრაინულთან და მოლდოვურთან შედარებით, ძალიან დიდი განსხვავებაა

მარშალ პრესი 13/06/2022
ირაკლი კობახიძე

ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა ჩვენი განაცხადი ყოფილიყო წარმატებული. თუ ვინმე არის სუბიექტურად დაინტერესებული ამ განაცხადის წარმატებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და პირიქით ვხედავთ საპირისპირო ინტერესს და ამ ინტერესის უკან რა დგას, ამასაც ვერ მალავენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კითხვარი სათანადოდ მომზადებულიყო.

„ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი რომ ავიღოთ, უკრაინულთან და მოლდოვურთან შედარებით, ძალიან დიდი განსხვავებაა. თვითონ შევსების ხარისხშიც კი, შინაარსზე არაფერს ვამბობთ, ცალკე თემაა. შინაარსობრივად ბევრად წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას ყველა კუთხით, მაგრამ თავად კითხვარის შევსების ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იყო ჩვენს შემთხვევაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. პრემიერის ხელმძღვანელობით წარიმართა ეს პროცესი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კითხვარი შევსებულიყო ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა პრემიერის დონეზე არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის ბრიუსელში, ასევე, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

Continue Reading

Previous: არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს – სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა
Next: ირაკლი კობახიძე: როცა ეჭვების საფუძველზე ვიღაც გთხოვს კრიმინალების გამოშვებას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, არ ვიცი რომელმა ჩვენმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ასეთი აბსურდი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025