Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს – სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა

მარშალ პრესი 13/06/2022
ირაკლი კობახიძე

ნამდვილად არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ მმართველი გუნდი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

„დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა ეს პროცესი და ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან [პრეზიდენტმა] გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული ადამიანი იყო.

Post navigation

Previous: ამერიკა, უკრაინის ომით, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ევროპას აზარალებს – ხათუნა ხოფერია
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი რომ ავიღოთ, უკრაინულთან და მოლდოვურთან შედარებით, ძალიან დიდი განსხვავებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.