Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე

მარშალ პრესი 28/02/2025
irakli qadagishvili

რიგგარეშე არჩევნები, მათაც იციან, რომ არანაირ საფუძველს არ ატარებს. ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია თუ ამ არჩევნებში რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა ოპოზიციას რაიმე რესურსი, რომ პოლიტიკური პროცესები დაძრან.

„ვფიქრობ, [ოპოზიციას] ფრუსტრაციის პერიოდი დაუდგა. არ იციან კონკრეტულ მოცემულობაში რა გააკეთონ. საქართველოს გარშემოც გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვხედავთ, რომ გარკვეულწილად იცვლება. მათი [ოპოზიციის] სიცოცხლისუნარიანობა გარკვეულწილად დამოკიდებული იყო საგარეო ზეწოლაზე. საგარეო ზეწოლასაც ისეთი მძაფრი ფორმა აღარ აქვს, როგორიც აქამდე ჰქონდა, ამიტომ დღეს მათ ძალიან დიდი დაბნეულობა აქვთ. რიგგარეშე არჩევნები, მათაც იციან, რომ არანაირ საფუძველს არ ატარებს. ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია თუ ამ არჩევნებში რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ახლა აქვთ გარდამტეხი პერიოდი – რა ქნან, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუ არა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: უჩვეულოდ, ლოცვით დაიწყო დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა. ამის შემხედვარეს მეთიუ მილერს ინსულტი, ხოლო ბლინკენს – პარალიჩი დაემართებოდათ
Next: ასეთი დამთხვევა „ქართული ოცნების“ გუნდის და ტრამპის ადმინისტრაციის მსოფლმხედველობას შორის, უიშვიათესია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.