Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უჩვეულოდ, ლოცვით დაიწყო დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა. ამის შემხედვარეს მეთიუ მილერს ინსულტი, ხოლო ბლინკენს – პარალიჩი დაემართებოდათ

მარშალ პრესი 27/02/2025
DAVID KARTVELISHVILI

„უჩვეულოდ დაიწყო დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა – მეთიუ მილერს ინსულტი, ხოლო ბლინკენს – პარალიჩი დაემართებოდათ“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. დავით ქართველიშვილი განმარტავს, თუ რა იყო მინისტრთა კაბინეტის სხდომის ძირითადი თემები.

„დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა დაიწყო ლოცვით, რომელიც წარმოთქვა საცხოვრებელი და ურბანული განვითარების მინისტრმა სკოტ ტერნერმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა იესო ქრისტეს და პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობაში ხელშეწყობა სთხოვა უფალს. მინისტრთა კაბინეტის სხდომის ძირითადი თემები იყო: ფედერალური ბიუჯეტის შემცირება – პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ხარჯების შემცირების აუცილებლობას.

ილონ მასკმა, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობის ეფექტურობის ზრდის დეპარტამენტს (DOGE), წარადგინა გეგმა 2026 წელს ბიუჯეტის 1 ტრილიონი დოლარით შემცირების თაობაზე. მისი თქმით, საჯარო სექტორებში უკვე გათავისუფლებულია 20 000-ზე მეტი თანამშრომელი, ხოლო 75 000-მდე ადამიანი ნებაყოფლობით წავიდა ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ; ფედერალური თანამშრომლების კონტროლი – მასკმა შემოიღო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად ჩააბარონ ანგარიში შესრულებულ სამუშაოზე.

ამ ინიციატივამ ზოგიერთის მხრიდან კრიტიკაც გამოიწვია, მაგრამ ტრამპმა მას მხარი დაუჭირა და ხაზგასმით აღნიშნა მისი მნიშვნელობა; საერთაშორისო ვაჭრობა – ტრამპმა განაცხადა, რომ ორი აპრილიდან მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე ახალი ტარიფები დაწესდება. ასევე, მან აღნიშნა ევროკავშირის წინააღმდეგ სავაჭრო შეზღუდვების შესაძლო დაწესება, რათა დაცული იქნას აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები; უკრაინის მხარდაჭერა – პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტიები ევროპულ ქვეყნებს ეკისრებათ, თუმცა აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

მან ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს ეწვევა, რათა ხელი მოეწეროს იშვიათი მიწიერი მინერალების თემაზე თანამშრომლობის ხელშეკრულებას. სახელმწიფო ხარჯების რეფორმა – ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აფართოებს DOGE-ის უფლებამოსილებებს და სახელმწიფო უწყებებს ავალდებულებს, მის წინაშე აწარმოონ სისტემატური ანგარიში თავიანთ ხარჯებზე. გეგმაში ასევე შედის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტების მნიშვნელოვანი შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მის თანამშრომელთა 90%-იანი შემცირება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა
Next: ამდენი ხანია უკვე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ერთმა ადამიანმა ვერ მიიტანა ერთი რამე კონკრეტული ინფორმაცია რა იყო გაყალბებული, ან რამე ისეთი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა არჩევნების შედეგებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.