Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეუძლია გააგრძელოს საარჩევნო, პოლიტიკური კამპანია, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამ არჩევნებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს მისი პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები

მარშალ პრესი 27/02/2025
irakli kobakhidze2

ევროკავშირის ელჩს შეუძლია, გააგრძელოს საარჩევნო, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამ არჩევნების შედეგებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს მისი პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პაველ ჰერჩინსკის მიერ, კახეთის რეგიონში, ახალგაზრდებთან დაანონსებულ შეხვედრას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, ამიტომ ეს ყველაფერი ნაკლებად არის საინტერესო.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევძელით არჩევნების მოგება. შეუძლია ევროკავშირის ელჩს გააგრძელოს საარჩევნო კამპანია, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც ევროკავშირის ელჩის პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს არჩევნების შედეგებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტმა დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია
Next: არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.