Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტმა დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია

მარშალ პრესი 27/02/2025
irakli kobakhidze

ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია.

„არა თუ განცხადებები არ ყოფილა, მინდა შეგახსენოთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მთელი ევროპარლამენტი ადგა და მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა მოთხოვნა სანქციებთან მიერთების შესახებ. რაზეა აქ საერთოდ საუბარი. მანამდე, გახსოვთ თქვენ კონკრეტული პრეზიდენტების, კონკრეტული ევროპარლამენტარების და ბევრი სხვა პოლიტიკოსის თუ ბიუროკრატის განცხადება, რასაც დიდი მოწონებით ხვდებოდა რადიკალური ოპოზიცია. არქივი არ იშლება, არსებობს არქივი. ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ. ამის შემდეგ რაზეა საუბარი, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, შესაბამისად, ვბრუნდებით გურიაში და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი
Next: საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეუძლია გააგრძელოს საარჩევნო, პოლიტიკური კამპანია, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამ არჩევნებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს მისი პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.