Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 26/02/2025
80

გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს თავდაცვის ძალები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია. გზებზე ან ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ვითარება შეიძლება შეიცვალოს. 

ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის ძალების პირველი ამოცანა კომუნიკაციების უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო გზების დასუფთავებაა. შემდეგ კი, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება. „ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული რეგიონში და ვცდილობთ, ყველა გამოძახება იყოს პასუხგაცემული და ჰქონდეს ყურადღება მიქცეული. ამ დინამიკას შევინარჩუნებთ“, –   განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: რთული რელიეფისა და ამინდის პირობების მიუხედავად, კრიტიკულ ზონებში გზის გაწმენდა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
Next: პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.