Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რთული რელიეფისა და ამინდის პირობების მიუხედავად, კრიტიკულ ზონებში გზის გაწმენდა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მარშალ პრესი 26/02/2025
irakli chikovani1

გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესთან დაკავშირებით, როგორც  ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, არსებობს რამდენიმე სოფელი, სადაც გზის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა: „არის რამდენიმე სოფელი, სადაც ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით გზის გახსნა, თუმცა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს განპირობებულია რთული რელიეფითა და ამინდით.  ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით გვექნება საშუალება, დავუკავშირდეთ ჩვენს მოსახლეობას“.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გაწმენდის პროცესში სპეციალური ტექნიკა – ბორანები და თოვლმავლები აქტიურად გამოიყენება, რათა მოსახლეობას დროულად მიეწოდოს აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. „მოთხოვნები თემების მიხედვით განსხვავებულია – ზოგიერთ ოჯახს ესაჭიროება მედიკამენტები, ზოგს კი – საკვები პროდუქტები. თუმცა, არის ადგილები, სადაც გზები გახსნილია, მაღაზიები ფუნქციონირებს და ადგილობრივები თავად იმარაგებენ საჭირო პროდუქტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად შევინარჩუნოთ კომუნიკაცია თითოეული ოჯახთან და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი საჭიროებები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

Post navigation

Previous: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას
Next: ამინდის პირობებიდან და უხვი ნალექიდან გამომდინარე პროცესი ცვალებადია – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.