Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ

მარშალ პრესი 26/02/2025
5050

საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც Politico იუწყება, ევროპულ ქვეყნებს რუსული აქტივების დაყადაღება შეუძლიათ, რადგან ისინი აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ. ეს ქმედება მათ დიალოგში საკუთარი ადგილის დაკავების საშუალებას მისცემს.

ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობენ, რომ აუცილებელია რუსული აქტივები უკრაინას გადაეცეს. ამ პოზიციას ეთანხმებიან პოლონეთი, ჩეხეთი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

ისინი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგებიან, საკუთარ პოზიციას იმით ხსნიან, რომ აქტივების კონფისკაციამ, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორები დააშინოს.

„თუ ჩვენ აქტივებს ყადაღას მოვხსნით და მათ უკრაინას გადავცემთ, დავრჩებით არაფრის გარეშე, ვეღარ გამოვიყენებთ მათ სავაჭროდ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

Post navigation

Previous: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს
Next: აი ესაა სწორედ გზა სამოქალაქო კონფრონტაციისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.