Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს

მარშალ პრესი 26/02/2025
gocha enukidze

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – წერს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გოჩა ენუქიძე, სოციალურ ქსელში.

ენუქიძის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად, ასევე, აქტიურად გრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები, რომელიც ყველა სოფელსა და პრობლემურ უბანს მოიცავს.

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები, სამედიცინო პუნქტებამდე მისასვლელი გზები და ჩიხები, ასევე, ტექნიკა მუშაობს სოფლების მიმართულებით.

ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება 16 სოფელს, ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფები უკვე გავიდნენ დაზიანებულ ლოკაციებზე და მუშაობენ, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.

შექმნილი უამინდობის გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 26-27 თებერვალს შეჩერებულია. დღის მანძილზე აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ეტაპობრივად, ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.” – წერს გოჩა ენუქიძე.

Post navigation

Previous: არ არსებობს ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანს, რომელიც ცოცხლობს სხვისი ტანჯვით და სიამოვნებას იღებს ტრაგედიებისა და კატასტროფებისგან. სახარებაში მსგავსი ადამიანების ერთობლიობას – “ლეგიონი”, ხოლო პოლიტიკაში – “ნაცები” ეწოდება
Next: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უარს აცხადებენ წინადადებაზე რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და უკრაინის ფონდში გადარიცხონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.