Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან

მარშალ პრესი 25/02/2025
maka bochorishvili

შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ოფიციალური ვიზიტისას.

მისი თქმით, ბრიუსელი ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით მიეჩვია უსაფუძვლო და ყოველნაირ საფუძველს მოკლებული განცხადებების კეთებას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ასეთი არასამართლიანი მიდგომები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით. როდესაც საუბარი ეხება პერსონალურ სანქციებს, მითუმეტეს ადამიანებზე, შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ არიან აქტორები, რომლებიც მთელ ძალისხმევას მიმართავენ იმისკენ, რომ გამოყენებული იყოს მსგავსი მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხდება ბრიუსელის ინსტრუმენტად გამოყენება და სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ამას უშლის ხელს დღეს უნგრეთი, სლოვაკეთი და ისინი გააგრძელებენ ასე მოქმედების“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია
Next: სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა, ვრეაგირებთ სათანადოდ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.