Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია

მარშალ პრესი 25/02/2025
shalva papuashvili

სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპიაშვილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ.

„სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია.

ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ.

სახელმწიფო მთელი რესურსით ჩართულია სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მიუხედავად იმისა, რომ თოვა არ წყდება, რაც როგორც გაწმენდით ისე სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.

მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას, მაშველებს, ჯარს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩართული არიან სტიქიასთან ბრძოლის საქმეში.

ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მივმართოთ“, – წერს იგი.

Post navigation

Previous: დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს
Next: შეუძლებელია, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოხდეს ვინმეს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.