Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია

მარშალ პრესი 25/02/2025
480728561_951221953850846_2779819913734591878_n

ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტში ინტენსიურ თოვასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

შარაშიძის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, იწმინდება ცენტრალური გზები, ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც, მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა და ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.

„რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა.

ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
იწმინდება ცენტრალური გზები. ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც.

მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა. ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში ერთი დღით, ხოლო ბაღებში ორი დღით შეჩერდა,“- განაცხადა დავით შარაშიძემ.

Post navigation

Previous: ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ „არსებობს საფუძვლიანი მიზეზი“ პუტინთან დიალოგის განახლებისთვის
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარი ჩიკვიშვილი: იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები – მაქსიმალური კეთდება, შეუჩერებლად მუშაობს ყველა სამსახური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.