Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ „არსებობს საფუძვლიანი მიზეზი“ პუტინთან დიალოგის განახლებისთვის

მარშალ პრესი 25/02/2025
ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ „არსებობს საფუძვლიანი მიზეზი“ პუტინთან დიალოგის განახლებისთვის

თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „არსებობს საფუძვლიანი მიზეზი“ ვლადიმირ პუტინთან დიალოგის განახლებისთვის.

„იყო ძლიერი და შეკავების მექანიზმების ქონა გვაძლევს გარანტიას, რომ შეთანხმება დაცული იქნება“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, აშშ-ს აქვს შესაბამისი შესაძლებლობები, რათა ეს უზრუნველყოს.

მაკრონმა ასევე განმარტა, რომ მისი მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც „შეიძლება შეფასდეს, შემოწმდეს და დადასტურდეს“.

„მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შევქმნათ საკმარისი გარანტიები“, – დასძინა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ლიდერები მზად არიან ჩართულობისთვის, თუმცა აუცილებელია ამერიკული მხარდაჭერაც.

„მე შევწყვიტე ჩემი დიალოგი პრეზიდენტ პუტინთან ბუჩას მოვლენებისა და ომის დანაშაულების შემდეგ, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროს მისგან არაფრის მიღება არ შეგვეძლო. ახლა კი დიდი ცვლილებაა, რადგან აშშ-ში ახალი ადმინისტრაციაა“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ეროვნული ინტერესი, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება
Next: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.