Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო, დღეს იქ მყოფების 95 პროცენტი ნაყიდია, მტკიცებულებაც სახეზეა!

მარშალ პრესი 19/02/2025
dimitri samkharadze

ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთი კი, ვინც ფულს იღებს „ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილია.

სამხარაძის განცხადებით, USAID-ის და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება, შესაბამისად, ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი.

“ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! USAID-ის და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება! ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი! მასკის ჯგუფი უკვე მუშაობს კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირებაზე! ვამბობდი და ვიმეორებ, სიმართლეს ვერ მოერევით! ხომ ხართ გატრუნულები, შეშინებულები და პანიკით ელოდებით, რომ თქვენს სახელებს დაასახელებენ, როგორც ომის დამწყებებს და სამშობლოს, ეკლესიის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამყიდველებს? გეშინოდეთ პოლიტიკურო “პრასტიტუტკებო”. მალე.” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, 2-3 წლის და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი
Next: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური “ბაბლის” მორალური დეგრადაციის სისწრაფე, ხან რუსთაველზე მოაწყობენ მორალისგან დაცლილ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ – ამ ხალხს საზოგადოებაში უკან დაბრუნება არ სურს, თუ ასე აპირებენ ბოლომდე გაველურებას?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.