Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, 2-3 წლის და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი

მარშალ პრესი 19/02/2025
mamuka mdinaradze

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ. მდინარაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება, ამის გამო ამუნათებდნენ.

„გახსოვთ კამპანია, რომელიც ფინანსდებოდა უდიდესი თანხებით, ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა იმაში, რომ დასამუნათებელი ამბავი ყოფილიყო იმასთან მიახლოებული განცხადებაც კი, რასაც აშშ დღეს ოფიციალურ დონეზე საუბრობს.

რასაც დღეს ამერიკელები და მათი ლიდერები საუბრობენ, 2-3 წლისა და რამდენიმე თვის წინაც, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთუმედ და მოღალატედ მონათვლის კამპანიის საფუძველი. სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს, რაც არ უნდა კამპანია დაალაგო და შეფუთო, არ არსებობს, რომ სიმართლემ თავისი გზა და კვალი არ იპოვოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დონალდ ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე კიევის არმიწვევის გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა: „სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“.

Post navigation

Previous: დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს, ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს
Next: ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო, დღეს იქ მყოფების 95 პროცენტი ნაყიდია, მტკიცებულებაც სახეზეა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.