Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რათა მისი მიღწევები იაფფასიანი, მდარე შავი პიარით იქნას გადაფარული

მარშალ პრესი 19/02/2025
davit chikhelidze

მაკვირვებს იმ ადამიანების პოზიცია, რომელსაც სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვა დისკომფორტს არ უქმნის და ადამიანის მიერ საკუთარი თანხის ხარჯვა პროტესტის გრძნობას იწვევს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რათა მისი მიღწევები იაფფასიანი, მდარე შავი პიარით იქნას გადაფარული.

„მაკვირვებს იმ ადამიანების პოზიცია, რომელსაც სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვა დისკომფორტს არ უქმნის და ადამიანის მიერ საკუთარი თანხის ხარჯვა პროტესტის გრძნობას იწვევს. ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო პრინციპულობით, კომპეტენტურობით, პროფესიონალიზმით, გემოვნებით და ა.შ. არ არის გასაკვირი, მისი ჩაცმის სტილი და პიჯაკები, რადგან ის ყოველთვის აკადემიურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება მის წინააღმდეგ აგორებულ უნიჭო კამპანიას. როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რათა მისი მიღწევები იაფფასიანი, მდარე შავი პიარით იქნას გადაფარული“, – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს
Next: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.